ფეხბურთი

16:49 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ვარანში 40 მილიონს იხდის

“რეალის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა კარიერა შესაძლოა ინგლისში განაგრძოს. Daily Star-ის ცნობით ვარანით “მანჩესტერი იუნაიტედი” დაინტერესდა.

მანჩესტერული კლუბი მზადაა, ვარანში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფრანგი მცველი მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ხოლო როგორც წყარო იუწყება, “მანჩესტერის” 11 კაცში ადგილი გარანტირებული ექნება.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ვარანმა 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.133937