ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “რომამ” ლონდონის “ჩელსის” მეკარის პეტერ ჩეხის ტრანსფერი გადაიფიქრა და ამჯერად თვალი პოლონეთის ნაკრებისა და “სუონსის” გოლკიპერ ლუკაშ ფაბიანსკის დაადგა.
ფაბიანსკი ლონდონის “არსენალმა” უელსურ კლუბში გასული წლის ზაფხულში უფასოდ გაუშვა. მიმდინარე სეზონში 29 წლის პოლონელმა 28 მატჩი ჩაატარა და გაუშვა 37 გოლი.
ფაბიანსკის “სუონსისთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.