“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი პოლ სქოულზე ამბობს, რომ “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილით გასვლას იმსახურებს, ხოლო მეოთხე ადგილისთვის “მანჩესტერი” და “არსენალი” იბრძოლებენ.
“ვფიქრობ, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებენ “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალი”, რომელთაც 10-10 თამაში დარჩათ. “ლივერპული” ყველაზე სიმპატიური გუნდია და ის პრემიერლიგაში მესამე ადგილს იმსახურებს. “ლივერპულის” ფეხბურთელები ამ სეზონში “მანჩესტერისა” და “არსენალის” მოთამაშეებზე უკეთ თამაშობენ.” - თქვა სქოულზმა.
28 ტურის შემდეგ “არსენალი” 54 ქულით მესამე ადგილზეა, მასზე 1 ქულით ნაკლები აქვს “მანჩესტერს”, ხოლო “ლივერპული” 51 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.





