ფეხბურთი

13:17 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილამ” ასოციაციასა და “ვესტბრომს” ბოდიში მოუხადა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში “ასტონ ვილამ” შინ “ვესტ ბრომვიჩი” 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე “ვილა პარკზე” შეკრებილი მაყურებლების გარკვეული ნაწილი მოედანზე შეცვივდა და მსაჯმა შეხვედრა რამდენიმე წამით გააჩერა, ხოლო მატჩის დასრულებისთანავე სტიუარდებმა მხარდამჭერების შეკავება ვერ შეძლეს და გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ.

ინციდენტის შემდეგ ბირმინგემელთა ოფიციალურმა ვებ გვერდმა შემდეგი განცხადება გაავრცელა: “კლუბი არასდროს დაივიწყებს მხარდამჭერთა ასეთ შევარდნას მოედანზე. იმედგაცრუებულები ვართ, რომ გულშემატკივრებმა კონტროლი დაკარგეს და მსგავსი საქციელით ამაყნი იყვნენ. ბოდიშს ვუხდით ფეხბურთის ასოციაციას, “ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელობას, მენეჯერ ტონი პულისს და მთელ გუნდს.”

თავად “ვესტ ბრომვიჩის” თავკაცმა მსგავს საქციელს სამარცხვინო უწოდა. ზოგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ისინი მოედანზე დაუცველნი დარჩნენ და რამდენიმე გულშემატკივარი მათ მიმართ უხეშად იქცეოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია “ასტონ ვილას” ფულად ჯარიმას გადაახდევინებს. შესაძლოა ბირმინგემელებმა რამდენიმე მატჩი უგულშემატკივროდაც ჩაატარონ.

0.164095