ფეხბურთი

12:08 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” უილშირის გადაბირებას შეეცდება

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა შესაძლოა კარიერა “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს.

პრემიერლიგის ჩემპიონები მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მეთოფეებს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა გადაუხადონ.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტრავმირებულია და მოედანზე მისი დაბრუნება მარტის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. მიმდინარე სეზონში უილშირმა 16 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა ერთი გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.111507