რაგბი

10:38 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლელომ” ლიდერი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მოქმედმა ჩემპიონმა “ლელო-სარასენსმა” ბოლნისში მასპინძელი, მიმდინარე გათამაშების ლიდერი “ყოჩები” 22:9 დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და სრულად გაამართლა გულშემატკივრების იმედი. ანგარიში მეორე წუთზე მასპინძლებმა, თემურ სოხაძის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მალევე მდევრის როლში აღმოჩნდნენ და ამის შემდეგ “ლელო-სარასენსს” უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვია. თბილისელებს 22-ივე ქულა ირაკლი ყიასაშვილმა შესძინა, მაყურებელმა კი ერთადერთი ლელო მე-4 წუთზე იხილა.

თამაში რომ განახლდა, ბოლნისელები დაცვაში შეცდნენ, შეტევაში ჩართულმა ყიასაშვილმა მცველს ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში ერთი-ერთზე აჯობა და ლელო გაიტანა, ზუსტ გარდასახვას კი, მე-6 წუთზე ჯარიმა მიაყოლა – 10:3. ამის შემდეგ ინიციატივას ბოლნისელები დაეუფლნენ და სოხაძეს ჯერ ცენტრიდან გაუცუდდა ჯარიმა, მერე “ყოჩებმა” კარგ შეტევას ლოგიკური გაგრძელება ვერ მოუძებნა და სოხაძემ არეკნით სცადა ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.

22-ე წუთზე ბაჩანა გოგიშვილმა მეტოქეს მისსავე 22-ში, ფეხით თამაშისას დაუფარა, “ლელო-სარასენსმა” სიტუაცია ჯარიმის ხარჯზე განმუხტა და სოხაძემ 20 მეტრიდან ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა. ტაიმის ბოლოს ყიასაშვილმა და სოხაძემ თითო-თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს და შესვენებაზე გასვლისას “ლელო-სარასენსი” 13:9 იგებდა.

მეორე ტაიმი “ყოჩების” უპირატესობით დაიწყო და მალე სხვაობის მინიმუმამდე დაყვანის შანსი მიეცა, მაგრამ სოხაძეს საშუალო დისტანციიდან დარტყმა გაუცუდდა. ბოლნისელების მონდომებამ შედეგი ვერ გამოიღო, მათი სიტუაცია კი, მე-60 წუთზე დამძიმდა, როდესაც გიორგი ჯაშიტაშვილი სინბინით დაისაჯა. “ლელო-სარასენსმა” აღარგარისკა და ყიასაშვილმა ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, ხოლო 72-ე წუთზე გასატანი პოზიციიდან კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და “ყოჩებს” პრემიალური ქულის აღების საშუალებაც არ მისცა.

თბილისში, “შევარდენზე”, გორის “ჯიქებმა” ექვსეულში შესვლის ბოლო შანსი დაკარგა. რუსთავის “ხარებმა” მეტოქეს 24:23 აჯობა და პროგრამა-მინიმუმი შეასრულა.

“ლოკომოტივმა” “არმიას” 4 ლელო გაუტანა, თავად ერთი გაუშვა და რკინიგზელთა გუნდმა პრემიალური გამარჯვებით ოთხეულში შეაღწია.

დღეს ორი მატჩია და ცენტრალურ შეხვედრას ქუთაისი უმასპინძლებს, სადაც “აია” “ბათუმს” უმასპინძლებს, ხოლო თბილისში “არმაზი” “თიბიეს უნივერსიტეტს” ეთამაშება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XVI ტური

7 მარტი

თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი

ჯიქები (გორი) - ხარები (რუსთავი) 23:24

ჯიქები: 2 ლელო - კიკნაძე, ხარაზიშვილი; 2 გარდასახვა - ხარაზიშვილი; 3 ჯარიმა - ხარაზიშვილი

ხარები: 2 ლელო - საჯარიმო, აღაშვილი; 1 გარდასახვა - ხუციშვილი; 4 ჯარიმა - ხუციშვილი

თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი) 26:13

ლოკომოტივი: 4 ლელო - შკინინი, საჯარიმო, კავთიძე, კალანდაძე; 3 გარდასახვა - კალანდაძე (2), წიკლაური; 1 სინბინი - ბერიშვილი

არმია: 1 ლელო - დარასელია; 1 გარდასახვა - მეკოკიშვილი; 2 ჯარიმა - მეკოკიშვილი; 1 სინბინი - ჯიმუხაძე

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 300 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 9:22 (9:13)

ყოჩები: 3 ჯარიმა - სოხაძე; 1 სინბინი - ჯაშიტაშვილი

ლელო-სარასენსი: 1 ლელო - ყიასაშვილი; 1 გარდასახვა - ყიასაშვილი; 5 ჯარიმა - ყიასაშვილი

1.

ყოჩები

16

12

1

3

352:224

53

3

2

ლელო-სარასენსი

16

10

3

3

315:211

48

2

3.

ბათუმი

15

9

1

5

303:218

44

6

4.

ლოკომოტივი

16

8

1

7

302:247

43

9

5.

ხარები

16

8

2

6

323:239

41

5

6.

აია

15

8

0

7

299:232

39

7

7.

ჯიქები

16

6

2

8

236:243

31

3

8.

არმაზი

15

6

1

8

238:292

28

2

9.

არმია

16

4

1

11

203:360

21

3

10.

თიბიეს უნივერსიტეტი

15

1

0

14

181:486

7

3

8 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

არმაზი (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი

აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)

0.168771