ფეხბურთი

1:18 | 8.03.2015 | ნანახია 3377 - ჯერ

ქართველები ბენილუქსის ქვეყნებში

ჰოლანდიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “ჰერაკლესმა” საკუთარ მოედანზე ფრედ 1:1 ითამაშა “ვიტესთან.” სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილმა მინდორი 70-ე წუთზე დატოვა, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია კი განაცხადში არ იმყოფებოდა.

ანგარიში 21-ე წუთზე ტრაორეს გოლით სტუმრებმა გახსნეს, მატჩის მიწურულს კი ავდიჩმა გაათანაბრა.

ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში “ვიტესი” მე-6 ადგილზეა.

“გენკიმ” შინ 3:2 დაამარცხა “ვარეგემი.” ლუკა ზარანდია განაცხადში არ იყო, თორნიკე ოქრიაშვილი კი სათადარიგო იყო და 65-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში.

პირველი ტაიმი მაკლიშის გუნდმა 2:0 მოიგო. 52-ე წუთზე “ასტონ ვილას” ფორვარდ კრისტიან ბენტეკეს უმცროსმა ძმამ, ჯონათანმა სხვაობა შეამცირა. მატჩის მიწურულს 89-ე და 91-ე წუთებზე გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

ამ ეტაპზე ბელგიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “გენკი” მე-6 ადგილზეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:14 | 08.03.2015
muxa-1955 (9)

ძალიან მეშინია ფსიქოლოგიურად არ გატყდეს ლუკა ზარანდია.

12:53 | 08.03.2015
M5..... (110)

"ქართველები ბენილუქსის ქვეყნებში"
ბელგია და ნიდერლანდი გასაგებია მაგრამ ლუქსემბურგში რომელი ქარტველი თამაშობს თამაშობს რა ან მასწავლებელი იქნება ან გემის კაპიტანი

10:38 | 08.03.2015
CR7NOLE (15561)

გენკი 6 ეულში მოხვდა კარგია

10:38 | 08.03.2015
CR7NOLE (15561)

ბენტეკეს ძმამ ჯონათანმა ))

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.135098