“ბარსელონას” 35 წლის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა შესალოა კარიერა ყატარში განაგრძოს. როგორც ესპანური მედია იუწყება, ჩავის გადაბირებას ზაფხულში ერთ-ერთი ყატარული კლუბი გეგმავს. როგორც ირკვევა, ყატარულმა კლუბმა ჩავის 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაშიც ესპანელი 18 მილიონ ევროს მიიღებს.
ასევე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ერნანდესის “ნიუ იორკ სითიში” შესაძლო გადასვლის შესახებ.