მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალი” პრიმერადივიზიონში მდევარ კატალონიის “ბარსელონას” ორი ქულით უსწრებს და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ასპარეზობს, გულშემატკივრები იტალიელ სპეციალისტ კარლო ანჩელოტის მაინც აკრიტიკებენ.
“სამეფო გუნდის” თავკაცს კი გულშემატკივრების და საფეხბურთო სპეციალისტების აზრი არ ადარდებს.
“კლუბისგან მხარდაჭერა აქ მოსვლის პირველივე დღიდან ვიგრძენი. მაქვს დიდი გამოცდილება და ამ “სუსტი ბრძანებებით” (ირონიულად) ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტული მოვიპოვე.” – განაცხადა იტალიელმა.
ანჩელოტიმ “ვილიარეალთან” ლა ლიგის 25-ე ტურის დაპირისპირების (1:1) დროს 78-ე წუთზე ისკოს ნაცვლად მოედანზე ილიარამენდი შეიყვანა, ამის გამო კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მყოფი გულშემატკივრები განაწყენდნენ.
“შევეჩვიე კრიტიკას და ეს ფაქტი არც პირველია და არც უკანასკნელი, რათა ჩემი დამოკიდებულება შეცვალოს. გუნდს ბოლომდე ვენდობი და ვიმეორებ, რომ მსგავს შეცვლებს კიდევ მოვახდენ.” – აღნიშნა კარლომ.