“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი “მანჩესტერ სიტის” თავკაცის მანუელ პელეგრინის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრება. ჩრდილო ირლანდიელი სპეციალისტი კი აღნიშნავს, რომ “მერსისაიდელთა” გაწვრთნა დიდი ხნით სურს.
“კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე და მინდა ხელშეკრულების ვადა ბოლომდე გამოვიყენო. შემდეგ ვიმედოვნებ, რომ მოვიპოვებ სხვა კონტრაქტს, რათა განვაგრძო ამ გუნდის ზრდისა და შენების პროცესი.” – განაცხადა როჯერსმა.
ბრენდანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ “ლივერპული” აირჩია და სხვა ინგლისურ გუნდში მუშაობა არ სურს. როჯერსი “ლივერპულს” 2012 წლის ზაფხულიდან წვრთნის და გასული სეზონში გუნდი პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა.