ჩოგბურთი

10:32 | 7.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გეიმების წვიმა” გლაზგოში 

შოტლანდიის უდიდეს ქალაქ გლაზგოში მიმდინარე დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის მერვედფინალში დიდი ბრიტანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველი საასპარეზო დღის შემდეგ 2:0-ს უგებს. ენდი მარეის შემდეგ კუნძულელებს მეორე ქულა 28 წლის ჯეიმს უორდმა მოუპოვა.

უორდმა მსოფლიო კლსიფიკაციაში მეოცე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჯონ იზნერს 6:7, 5:7, 6:3, 7:6, 15:13 მოუგო. ნამდვილმა საჩოგბურთო თრილერმა თითქმის 5 საათს გასტანა. ბრიტანელის აქტივში 2 ბრეიკი და 15 ეისია. ამ მოგების შემდეგ უორდმა პირად შეხვედრებში იზნერთან ანგარიში გააყაიმა – 1:1.

0.112848