ლივერპულის “ევერტონი” კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველით სერხიო რობერტოთი დაინტერესდა – იუწყება პორტალი Football Espana.
მერსესაიდულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და რობერტო სასურველ ვარიანტად მიაჩნიათ. პრემიერლიგაში თამაში ფეხბურთელსაც სურს, რომელიც სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.
რობერტოს მშობლიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 23 იანვრის მონაცემებით 7 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 12 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.