მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის პირველი სტადიის სასტარტო მატჩში მატე დელიჩი 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა დ სერბეთი ხორვატიასთან მატჩში 1:0 დააწინაურა. 27 წლის სერბს 21 წლის ხორვატის წინააღმდეგობის დასაძლევად საათი და 33 წუთი დასჭირდა.
კლასიფიკაციის ლიდერმა რეიტინგში 158-ე საფეხურზე მყოფ ხორვატთან დაპირისპირებისას 4 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა. ჯოკოვიჩი და დელიჩი ერთმანეთს კორტზე პირველად შეხვდნენ.
“სამშობლოს ღირსების დაცვა ყოველთვის საპატიო და ამავდროულად სასიამოვნოა. დელიჩის თამაში კარგად შევისწავლე და მას ჩემ მოწოდებაზე შანსს არ ვუტოვებდი. ტრიბუნების მხარდაჭერითა და მატჩის ატმოსფეროთი მეტად კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა ნამატჩევს ჯოკოვიჩმა.
სერბებისა და ხორვატების პრინციპულ მატჩში მეორე ერთეულთა შეხვედრა ვიქტორ ტროიცკისა და ბორნა ჩორიჩის პაექრობაა.