ირაკლი ღერკენაშვილს, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი წრე პოლონეთის საფეხბურთო პირველი ლიგის “სანდეციაში” გაატარა, ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
“სანდეციას” მთავარმა მწვრთნელმა პიოტრ სტახმა ინტერნეტპორტალ sportowefakty.pl-სთან საუბარში განაცხადა, რომ ყერკენაშვილმა, რომელიც ცოტას თამაშობდა, გუნდი დატოვა.
20 წლის თავდამსხმელი “სანდეციაში” შარშან გადავიდა და პოლონეთის პირველ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა.