ფეხბურთი

16:11 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: “სამეფო თასის ფინალი დროებით უნდა დავივიწყოთ”

კატალონიის “ბარსელონა” სამეფო თასის ფინალში 30 მაისს ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. “ბლაუგრანას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ “ბარსამ” თასის ფინალი დროებით უნდა დაივიწყოს და ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე წარმატებულად გამოსვლისთვის უნდა იზრუნოს.

“შესანიშნავ ფორმაში ვართ და ეს გვახარებს, მაგრამ ახლა ეს ტურნირი უნდა დავივიწყოთ ცოტა ხნით და დანარჩენ ორ ჩემპიონატზე გადავერთოთ. სამეფო თასის ფინალში გასვლა უკვე საამაყოა, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეგვიძლია. ახლა მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და ყოველი მატჩის წინ საქმეს ასე გულისყურით ვეკიდებით.” – განაცხადა ესპანელმა.

მომდევნო შეხვედრა “ბარსელონას” შინ “ნოუ კამპზე” “რაიოსთან” ელოდება.

0.103381