ლონდონის “არსენალის” ცენტრალურმა მცველმა გაბრიელ პაულისტამ ფეხის ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს გარკვეული პერიოდი ვეღარ დაეხმარება.
24 წლის ბრაზილიელმა “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” მატჩში ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, სრულფასოვანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გაბრიელის აღდგენითი პროცესი 2-3 კვირა გაგრძელდება.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პაულისტამ სამ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება. ის “მეთოფეებს” იანვრის სატრანსფერო პერიოდში, ესპანური “ვილიარეალიდან” შეუერთდა.