ფეხბურთი

15:24 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე პრადე: “ფიორენტინა” უკვე სალაჰზეა დამოკიდებული”

ფლორენციის “ფიორენტინას” სპორტული დირექტორი დანიელე პრადე მიიჩნევს, რომ ლონდონის “ჩელსიდან” ეგვიპტელი ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის განათხოვრების წესით აყვანა, წარმატებული ნაბიჯი გამოდგა.

22 წლის ფეხბურთელი სერია ა-ს კლუბს იანვარში შეუერთდა, ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და უკვე სამი გოლი გაიტანა.

“მოჰამედი ძლიერი მოთამაშეა, რომელიც მომენტალურად შეერწყა ჩვენს გუნდს. “ფიორენტინა” უკვე დიდწილად მასზეა დამოკიდებული. მან გაიტანა ბრწყინვალე გოლი, რომლამდეც 70 მეტრი გაირბინა. იმის მსგავსი სიტუაცია იყო, ეზოში ბავშვი რომ გაიგდებს ბურთს და მერე თავქუდმოგლეჯილი უკან გამოუდგება. კუადრადო-სალაჰის გარიგება მომგებიანი იყო არა მხოლოდ ეკონომიური, არამედ სათამაშო თვალსაზრისითაც. ამჟამად მთელი გუნდი სალაჰის განკარგულებაშია და თავად ის სწორედ გუნდზე მუშაობს” - განაცხადა პრადემ.

0.121899