აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ჯახანგირ გაჯიევმა, რომელიც ბაქოს “ინტერის” საპატიო პრეზიდენტია, ინტერნეტპორტალ 1news.az-თან განაცხადა, რომ კახა ცხადაძის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მათთვის პატივია.
“ჩვენთვის პატივია, რომ კახაბერ ცხადაძე “ინტერიდან” წასვლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. ქართული ფეხბურთის დონე ცნობილია. ცხადაძე “ინტერში” ბოლო შვიდი წელია მუშაობს და ბევრ წარმატებას მიაღწია. ჯერ არც კი ვიცი, მას ვინ შეცვლის. ის ფაქტი, რომ კონტრაქტი ბოსნიელ მარინო პუსიჩთან გავაფორმეთ, რომელიც ცხადაძის ასისტენტად დაინიშნა, არაფერს ნიშნავს” – თქვა გაჯიევმა.