კალათბურთი

14:04 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაქრაძის სუპერმატჩი ფინეთის ჩემპიონატში

ფინეთის საკალათბურთო ჩემპიონატში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა, რისი მთავარი მოთავეც ქართველი კალათბურთელი შეიქმნა. გივი ბაქრაძემ, რომელიც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “ლაპუან კორიკობრატის” ღირსებას იცავს, ერთ-ერთ ლიდერს “ნილან ბიზონსს” 24 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი 88:78 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ “ბიზონსი” პარალელურად ვთბ-ლიგაში თამაშობს და იქაურ გუნდებს, რომელთა შორის მოსკოვის ცსკა, ხიმკი, უნიკსი და სხვები იმყოფებიან, საკმაოდ ყოჩაღად ეთამაშება, ამდემად ფინეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “ლაპუანთან” მის მარცხს არავინ ელოდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაქრაძე გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 24 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი დ 2 ჩაჭრა მიითვალა. გივიმ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ მასპინძლებმა სტუმრებს ყველა მეოთხედი მოუგეს და 21 მარცხის წილ მე-9 გამარჯვება იზეიმეს. “ლაპუან კორიკობრატს” მომდევნო მატჩი 7 მარტს ისევ შინ, “ნაიმიკა ლაჰტის” წინააღმდეგ ელის და საინტერესოა, ქართველი გამთამაშებელი წარმატებულ სვლას გააგრძელებს თუ არა.

ცნობისთვის, “ბიზონსთან” შეხვედრა ბაქრაძისთვის მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. აქამდე, 23 წლის მცველს (სიმაღლე 180 სმ.) თამაშიც იშვიათად უწევდა და ცხადია, მონაგარიც შთამბეჭდავი არ ჰქონია. ამჟამად, გივის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 28 მატჩი, 9.4 წუთი, 3.3 ქულა, 0.9 მოხსნა, 0.9 პასი, 0.5 ჩაჭრა.

https://www.facebook.com/video.php?v=787682967947232

0.114963