ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ფეხბურთის ასოციაციას კონტრაქტის გახანგრძლივება სთხოვა. 67 წლის სპეციალისტს სურს “სამ ლომს” მინიმუმ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც უთავკაცოს.
ინგლისელ სპეციალისტს ასოციაციასთან ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.
“ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და არ ვთვლი, რომ მოხუცი ვარ. მაქვს მნიშვნელოვანი სამსახური, რომლის შესრულებითაც ვტკბები. ასე რომ, ვნახოთ რა მოხდება 2018 და 2020 წლის ტურნირებისთვის.” – განაცხადა ინგლისელმა.
ინგლისის ნაკრებმა ჰოჯსონის მეთაურობით ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი ზედიზედ 4 მოგებული შეხვედრით დაიწყო და გუნდს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.