ფეხბურთი

1:57 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა “იუვე” დაამარცხა

იტალიის თასზე მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბევრისთვის მოულოდნელად ფლორენციის “ფიორენტინამ” სტუმრად ტურინის “იუვენტუსი” დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საერთოდ, ვინჩენცო მონტელას გუნდი ბოლო პერიოდში გასაოცრად კარგად თამაშობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდიდან ხუან კუადრადო წავიდა. კოლუმბიელის ნაცვლად კი “იებმა” მოჰამედ სალაჰი შეიძინეს და სწორედ ეგვიპტელი ფეხბურთელია ტოსკანელთა მთავარი მგეზავი. თავად განსაჯეთ, სალაჰი მოედანს უგოლოდ პრაქტიკულად აღარ ტოვებს. ამჯერად კი სულ გათამამდა და “იუვენტუს სთედიუმზე” მრისხანე მეტოქეს დუბლი შეუსრულა. პირველ შემთხვევაში “ჩელსის” ექს შემტევმა ლამის 60 მეტრი მარტომ გაირბინა და მარკო სტორარის ცხრიანში გაუტანა, მეორედ კი ხოაკინის კარგი თამაში დააგვირგვინა. ამ გოლთა შორის, “იუვემ” ფერნანდო ლორენტეს გოლით ერთი ხანობა გაათანაბრა. თუმცა, დღეს ტურინში მხოლოდ მოჰამედ სალაჰის დღე იყო. საბოლოოდ, “ფიორენტინამ” 2:1 გაიმარჯვა და იტალიის თასის ფინალში მიჯრით მეორედ გასვლასთან ძალზე ახლოსაა.

განმეორებითი შეხვედრა “არტემიო ფრანკიზე” 7 აპრილს გაიმართება.

“იუვენტუსი” – “ფიორენტინა” 1:2 (1:1)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

“იუვენტუსი” (4-3-3): სტორარი; კასერესი, ბონუჩი, ოგბონა, პადოინი; ვიდალი, მარკიზიო, პოგბა; პეპე (პერეირა 73), ლორენტე (მორატა 59), კომანი (ტევესი 37)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; რიჩარდსი, როდრიგესი, ბასანტა, ალონსო; ბადეი (აკვილანი 78), მატი ფერნანდესი, კურტიჩი; ხოაკინი, გომესი (ილიჩიჩი 63), სალაჰი (დიამანტი 74)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 სალაჰი (11), 1:1 ლორენტე (24), 1:2 სალაჰი (56)

გაფრთხილება: პოგბა (36), კასერესი (74), მარკიზიო (77), ტევესი (90) – კურტიჩი (18), ბადეი (41), ბასანტა (67), მატი ფერნანდესი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 13 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:3 გაფრთხილება: 4:4

მსაჯი: პაოლო ვალერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166439