ფეხბურთი

21:46 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: “კანს შეუძლია მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს”

ბრენდან როჯერსმა პრემიერლიგის გასულ ტურში “ბარნლისთან” გამარჯვების შემდეგ ემრე კანის შესახებ ისაუბრა. “ლივერპულის” მწვრთნელის აზრით, მოთამაშეს დიდი პოტენციალი აქვს და მას შეუძლია მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცეს.

“კანს კარგად შეუძლია დაცვითი ფუნქციების შესრულება, ფიზიკურად ძლიერია, აგრესიული, ამავდროულად სწრაფია და ბურთს კარგად იმორჩილებს. ვფიქრობ, შეუძლია მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს”, – აღნიშნა როჯერსმა.

ემრე კანი გასული სეზონის დასრულების შემდეგ 12 მილიონ გირვანქად ლევერკუზენის “ბაიერიდან” მერსისაიდელთა კლუბში გადავიდა. ამ ეტაპზე პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ემრე კანი მიუნხენის “ბაიერნის” აღზრდილია. გერმანული გრანდის 17-წლამდე გუნდში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ნახევარმცველის ლუკას ჰუფნაგელის თანაგუნდელი იყო.

თეგებიემრე კანი
0.112094