ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. აღნიშნული წოდება არავის დაუთმო “ვალენსიას” დამრიგებელმა ნუნუ ესპირიტო სანტომ, რომელიც მიმდინარე სეზონში მესამედ გახდა თვის საუკეთესო სპეციალისტი.
“ვალენსიამ” გასულ თვეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და სამში გამარჯვებული გამოვიდა. “ღამურებმა” “ესპანიოლის”, “კორდობასა” და “ხეტაფეს” დამარცხება მოახერხეს, ხოლო “მალაგასთან” უქულოდ დარჩნენ.
25 ტურის შემდეგ “ლოს ჩე” ლა ლიგაში 53 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. ნუნუს შეგირდები ერთი ქულით ჩამორჩებიან “ატლეტიკოს”, ხოლო “სევილიას” შვიდი ქულით უსწრებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
26 დან 21 აცილებული; )))))))) თან ცენტრს; ))))) ეტა უჟე სლიშკამ
დაბერდა ზაზა, ტრავმის მერე როცა დასვენებულია 5-6 თამაში ყოველთვის კარგად თამაშობს, მერე ალბათ ძალები ეცლება და მაგრადაც უკლებს თამაშს, აბა სხვა რისი ბრალია ვერ ვხვდები
ატლანტიდან არ უნდა წასულიყო თუ მის სურვილზე იყო რა თქმა უნდა.
ზაზა ძირითადს აღარ იმსახურებს უკვე. ჯერ რა პროცენტით ესვრის, თან ვისთან. პლამლისთან,რომელიც პირველ სეზონს ატარებს. 3 დაკარგვა სადღა მოასწრო 14 წუთში. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და სხვა გუნდში უნდა წასულიყო თუ წავიდოდა ატლანტადან.
აივერსონი დიდების დარბაზში შეიყვანეს. უნიჭიერესი კალათბურთელი