კალათბურთი

19:24 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “რუსთავს” ოგლზბი ვერ დაეხმარება

საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში მოასპარეზე “ბათუმი”- “რუსთავის” დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, რომელსაც 6 მარტს ბათუმი უმასპინძლებს, ქვემოქართლელებს ტრავმის გამო უკანახაზელი ტერენს ოგლზბი (12.03.88. 188 სმ) ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურში, ოგლზბიმ “ქუთაისი 2010”-თან შეხვედრის დროს კოჭი ამოიბრუნა და აღნიშნული ტრავმის გამო მეოთხე ტურში არც “დინამოს” წინააღმდეგ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156415