იტალიური “მილანის” საკუთრებაში მყოფმა და ამჟამად “ჯენოაში” იჯარით მოასპარეზე ფრანგმა თავდასხმელმა მბიაიე ნიანგმა “გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი “ოქროს ბურთის” მოგებაა.
“ჩემს თავზე ბევრს ვიმუშავებ, რადგან მინდა, რომ “ოქროს ბურთი” მოვიგო. ეს ჩემი მიზანია” – განაცხადა ნიანგმა.
20 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. მიმდინარე სეზონში კი მან “მილანისა” და “ჯენოას” რიგებში ჯამში 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.