მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველის ჯერომ ბოატენგის თქმით, სეზონის წინ მისი დამატება “ბარსელონას” სურდა, თუმცა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი კატალონიელების მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე არ დათანხმდა.
“კონტრაქტის პირობების დეტალები არ ვიცი. როდესაც “ბარსელონამ” ინტერესი გამოხატა, ეს იყო უზარმაზარი ყურადღება, თუმცა იმ დროისთვის “ბაიერნთან” ერთად უკვე ახალი სეზონისთვის ვემზადებოდი”, - აღნიშნა ბოატენგმა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
26 წლის ფეხბურთელი “ბაიერნში” 2011 წლიდან თამაშობს. ბოატენგმა გუნდთან ერთად უამრავი ტურნირი მოიგო. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, ასევე გერმანიის ბუნდესლიგის, თასისა და სუპერთასის გათამაშება.