ფეხბურთი

15:43 | 5.03.2015 | ნანახია 2578 - ჯერ

ფალკაო “მანჩესტერს” დატოვებს

როგორც “მირორი” იუწყება, რადამელ ფალკაო სეზონის ბოლოს “მანჩესტერს” დატოვებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი “მონაკოს” საკუთრებაა და მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ვან გაალის გუნდში ატარებს.

ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერში” 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კლუბის გადაწყვეტილებით მოთამაშემ ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია სათანადოდ ვერ გაიარა და “მანჩესტერი” ფრანგული კლუბისგან ფალკაოს გამოსყიდვას არ აპირებს.

ფალკაომ მიმდინარე სეზონში გამარჯვების გოლი გაუტანა “ევერტონს,” ხოლო “სტოკთან” და “ასტონ ვილასთან” გასვლით მატჩებში ქულის მომტანი გოლები გაიტანა.

29 წლის კოლუმბიელს წარმატებული პერიოდი ჰქონდა “პორტუსა” და მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშისას, რის შემდეგაც ფალკაოთი არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. 2013 წელს “მონაკომ” ფალკაოს შეძენისთვის 60 მილიონი გირვანქა გადაიხადა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:32 | 09.01.2015
CHICHARITO-14 (510)

ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?

09:54 | 09.01.2015
Pharrell (1884)

კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!

22:49 | 08.01.2015
D.rose (1898)

რა სისუელეა ) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს

0.066832
2578