როგორც “მირორი” იუწყება, ლუის ვან გაალის ინტერესთა არეალში “ვალენსიენის” ახალგაზრდა ფეხბურთელები 16 წლის დაიო უპამეკანო და 18 წლის ანხელო ფულგინი მოექცნენ. ფრანგი მოთამაშეებით “მანჩესტერი” ინგლისური კლუბის ფრანგმა სკაუტმა დავიდ ფრიომ დააინტერესა.
საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრების ცენტრალური მცველის ანხელო ფულგინის შეძენა ასევე სურს “ბარსელონას,” უპამეკანოს შეძენა - ლონდონის “არსენალს” ფრანგული სატრანსფერო ბაზრით ხშირად ინტერესდება არსენ ვენგერი და ფრანგული ლიგებიდან არაერთი ფეხბურთელი შეუძენია.
უპამეკანოს შეძენა ასევე სურს მილანის “ინტერს,” ხოლო კონკრეტული სატრანსფერო თანხა მხოლოდ “არსენალთან” მიმართებაში სახელდება. საფრანგეთის 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელში ლონდონელები გირვანქას გადახდას აპირებენ.