ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ოკლენდში “გოლდენ სტეიტთან” 102:93 დამარცხდა. “მილუოკმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი და 50 წამი დაჰყო. ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შესრულა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 13 ქულა, 11 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 4 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
მიმდინარე სეზონში ზაზამ მეცხრე ორმაგი დუბლი შეასრულა.
“მილუოკი ბაქსი” 32 მოგებით და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.