პატრიკ კლუივერტი დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერიას იწყებს. ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი კურასაოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელია. ჰოლანდიელი მწვრთნელის მიზანი გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მომზადება იქნება.
პატრიკ კლუივერტი “ტვენტეს” სარეზერვო და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად მუშაობდა, შემდეგ კი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო.
კურასაოს ეროვნული ნაკრები კონკაკაფის ზონაში ასპარეზობს. კურასაო სუვერენული შტატის სახელით ჰოლანდიის სამეფოს შემადგენლობაში შედის და მისი ერთ-ერთი ოფიციალური ენა ჰოლანდიურია.









