ფეხბურთი

12:19 | 5.03.2015 | ნანახია 1826 - ჯერ

 “არსენალს” დიაბი, არტეტა და ფლამინი დატოვებენ

როგორც “დეილი ექსპრესი” იუწყება, ლონდონის “არსენალს” სეზონის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. მათ შორის არიან დიაბი, ფლამინი და არტეტა. აღნიშნული წყაროს ცნობით, არსენ ვენგერს ნახევარდაცვის მთავარ ფიგურად ფრანსის კოშიელნის ხილვა სურს და მის გარშემო ახალი გუნდის აშენებას აპირებს.

ფრანსის კოშიელნი “არსენალში” 2008 წლიდან თამაშობს, თუმცა ხშირად ანათხოვრებდნენ. იჯარის წესით თამაშობდა “ლორიენში,” “ფრაიბურგსა” და “ჩარლტონში”.

28 წლის ფრანგი ფეხბურთელის, აბუ დიაბის საქმე რთულადაა. მან ქრონიკული ტრავმი გამო პრემიერლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი მოედანზე არ გასულა. მიკელ არტეტამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო ფლამინიმ 19 მატჩი.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:12 | 05.03.2015
ჯესი (26029)

კაზორლა ზაფხულში ატლეტიკოში გადავა

15:50 | 05.03.2015
M.U2015 (19400)

ახლა თასიდან რო გავარდებიან კიდე ბევრი მიემატება ამ სიას

14:18 | 05.03.2015
chamilo (33560)

ადრე ვენგერს სულ მიზეზი ჰქონდა ფულს არ მაძლევენო და ეს ბოლო წლებია მშვენიერ თანხებს ხარჯავს მაგრამ მაინც დალია ჩაილურის წყალი მისმა პროექტმა არსენალში

14:03 | 05.03.2015
super (8) (1364)

არტეტაზე აფანატებდა ვენგერი და ესე უშვებს ეხლა

13:53 | 05.03.2015
BEERTRANCE (97819)

ვენგერაც ყავთ გასაშვები

13:44 | 05.03.2015
naiki (5503)

არსენა ათი წელია სულ "ახალ" გუნდს არ აშენებს? - არტეტას რომ კაპიტნად აირჩევ ის რა გუნდია?

13:32 | 05.03.2015
Deulofeu (13279)

მთავარი გასაშვები გაუშვან დიდი არსენა მარაბდელი!

13:19 | 05.03.2015
Viola (22)

ფრანსის კოშიელნი არაა ეგ კაცი. კოკოლენია

13:17 | 05.03.2015
gioliver (964)

დიაბი იაია ტურეზე არანაკლები იქნებოდა რომ არა ტრავმები

13:10 | 05.03.2015
Torres9 (12692)

წელს ოტხეულში რო ვერ შევიდნენ არსენა უნდა წავიდეს,მერამდენედ იწყებს გუნდის თავიდან შენებას

13:04 | 05.03.2015
xavi1987 (4225)

დიაბი მაგრა მევასებოდა მაგრამ ამ სეზონში ფაქტიურად არ დამინახია

12:53 | 05.03.2015
veluri.1 (571)

მემგონი ეშველება რაღაცა არსენალს

12:46 | 05.03.2015
Torres9 (12692)

კაზორლაც თვითონ აპირებს წასვლას,ამ ზაფხულს არსენალში სერიოზული ცვლილებები იქნება

12:40 | 05.03.2015
chamilo (33560)

დიაბი კარგი ფეხბურთელი იყო მაგრამ სამწუხაროდ ტრამვებმა არ მისცა საშუალება ეთამაშა ფეხბურთი და მართლაც გასაშვებია სამივე

0.064953