ფეხბურთი

21:50 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” კავანი სურს

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაის ნაკრებისა და “პარის სენ-ჟერმენის” თავდასხმელის ედინსონ კავანის შეძენა სურს – იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “როხიბლანკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კავანის გადმობირებაში დიეგო გოდინის როლის გამოყენებას ცდილობს, რომელიც ურუგვაის ნაკრებში ედინსონის თანაგუნდელია და ასევე მისი ახლო მეგობარია. სიმეონეს იმედი აქვს, რომ გოდინი კავანის მადრიდში თამაშზე დაიყოლიებს.

არგენტინელი სპეციალისტი მზადაა, რომ კავანის გამო მარიო მანძუკიჩს შეელიოს, რომლითაც ინგლისური კლუბები ინტერესდებიან და მასში დიდ ფულსაც იხდიან.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფორვარდმა 36 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

0.111681