ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი ვარშავაში 27 მაისს გაიმართება. ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა Uefa.com-ზე 26 თებერვლიდან დაიწყო და 25 მარტამდე გაგრძელდება.
ვარშავის სტადიონზე 56 000 ადამიანი ეტევა. გულშემატკივრებისთვის გამოყოფილია 44 000 ბილეთი. თითო ფინალისტი 9 500 ბილეთს მიიიღებს. ხოლო ნეიტრალური გულშემატკივრისთვის 25 000 ბილეთია ხელმისაწვდომი. დანარჩენი ბილეთები განსაზღვრულია ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტისთვის, ნაციონალური ასოციაციებისთვის, კომერციული პარტნიორებისთვის და სამაუწყებლო კომპანიებისთვის.
ბილეთის ფასი 4 კატეგორიადაა დაყოფილი:
I - 130 ევრო
II - 90
III - 65
IV - 40
უნარშეზღუდული პირებისთვის ბილეთის ფასი 40 ევრო იქნება.