სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (კონმებოლი) 2015 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს იოზეფ ბლატერს დაუჭერს. აღნიშნული ინფორმაცია “როიტერმა” სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 1998 წლიდან უდგას სათავეში და აპირებს მეხუთე ვადითაც გახდეს ფიფას მმართველი. შვეიცარიელი სამშაბათს პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში კონმებოლის კონგრესს დაესწრო, რომელსაც ახალი მმართველი პარაგვაელი ხუან ანხელ ნაპუტი მართავს. სამხრეთამერიკელი ევროპელს შეხვედრია და მხარდაჭერა აღუთქვამს.
ბლატერის კონკურენტები საპრეზიდენტო არჩევნებში ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხაელ ვან პრააგი, ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ და ამჟამად ფიფას ვიცე პრეზიდენტი იორდანელი ალი ბინ ალ-ჰუსეინი იქნებიან.