ჩილეს ეროვნული ნაკრების და "სანტიაგო უანდერერსის" შემტევმა მარკო მედელმა "უნივერსიდად დე კონცემპიონთან" ჩილეს პრიმერადივიზიონის მე-9 ტურის შეხვედრისას მოედანი ისე დატოვა, თამაშში მონაწილეობა არც კი მიუღია.
55-ე წუთზე ფეხბურთელი პაბლო ტამბურინის ნაცვლად შევიდა, ფეხის არეში ტკივილი იგრძნო და მოედანზე წამოწვა. გუნდის ექიმები მარკოს დაეხმარნენ და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, საბოლოო 58-ე წუთზე მედელი ჯიმი კისტერნამ შეცვალა.







