კალათბურთი

11:34 | 4.03.2015 | ნანახია 1169 - ჯერ

ზაზას უქულო მატჩი დენვერში

ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" გასვლით მატჩში "დენვერ ნაგეტსთან" 95:106 დამარცხდა.

ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, ზაზამ პარკეტზე 13 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა ერთი ორქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია. ზაზამ პარკეტი უქულოდ დატოვა. ფაჩულიამ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.

"მილუოკელთა" რიგებში 21 ქულით საუკეთესო ერსან ილიასოვა გახლდათ. ხოლო "დენვერში" იტალიელი ფორვარდი დანილო გალინარი 26 ქულით გამოირჩა.

ჯეისონ კიდის შეგირდები 32 მოგებით 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:01 | 04.03.2015
ReNნee (9225)

ერსანა ნახე რა როგორ გაიქაჩა დედა ეტირა ბაქსს ნაითის გაშვებით)

17:18 | 04.03.2015
federer (17) (15576)

თორე ის ზაზა საქართველოს ნაკრებში როა ბევრ ცენტრს გადათელავს ლიგაშიაა და ევრობასკეტზე მე არ მინახია ცენტრი ვისაც ზაზა დაეჩაგროს, ყველას ტოლსწორად ეთამაშებაააა

17:17 | 04.03.2015
federer (17) (15576)

ზაზას ფორმის პრობლემა უფრო ნაკლებად აქვს ვიდრე ფსიქოლოგიური, კონკურენცია სამწუხაროდ ზაზაზე ცუდად მოქმედებს და ეს ასე იყოო ზაზა რა ლიგაშიააა

15:43 | 04.03.2015
kutaiseli7 (1475)

ამოიგეთ ხმა ქუთაისლებო ამ კალათბურთში როგორ სულ გვცაგრავენ დავაშავეთ რამე თუნდაც ფაშაევის დისკვალიფიკაცია გაიხსენეთ უმიზეზოდ წინა სეზონში რა გვიქნეს და ახლა კიდევ ეს მოედნის უპირატესობა უმიზეზოდ გამოჩეკესრა წინს სეზონი რა შუაშია თასთან ჩემპიონატი ვერ გავიგე ეს სამტავრობო ლოჟა სულ არის სავსე ამ თანამდებობოის პირებით და მარტო ტაშის კვრა რა არის საქმე მოგებულ მატჩებზე გუნდს სხვაგვარი გვერდში დგომაც უნდა

15:05 | 04.03.2015
amigo23 (14112)

იმედია მალე აღიდგენს ფორმას.. წარმატებები !!!

13:56 | 04.03.2015
braziliano84 (1301)

ტრავმის შემდეგ,რაღაც ძველებურად ვეღარ თამაშობს,იმედია მალე გამოასწორებს და მოუმატებს...

13:47 | 04.03.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია შემდეგ მატჩში გაცილებით უკეთ ითამაშებს.

13:43 | 04.03.2015
federer (17) (15576)

ზაზა ცოტა ფსიქოლოგიურად უნდა მოეშვას

13:19 | 04.03.2015
პანტელეიმონი (4347)

ზაზა, ქართველებს გვეიმედები.

12:02 | 04.03.2015
el_ninho (11632)

პლეი ოფში გბალეშიკობთ ზაზუნ < 3

12:02 | 04.03.2015
el_ninho (11632)

ეგ არაფერი, წელს მაინც კაი სეზონს ატარებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138664
სარეკლამო ადგილი - 99
X x X