ფეხბურთი

18:48 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტერი: “კარიერის ახლა დასრულება სისულელე იქნება”

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი კარიერის დასრულებას არ აპირებს.

34 წლის მცველს ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ჟოზე მოურინიომ ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი გამოთქვა და როგორც ირკვევა, წინააღმდეგი არც თავად ტერია.

“თუ მიმდინარე სეზონი ჩემთვის ბოლო აღმოჩნდება, მინდა, რომ ის კარგად დავასრულოთ. თუმცა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და კარიერის ახლა დასრულება სისულელე იქნება.

ვითამაშებ თუ არა სხვა გუნდში? არა.

ჩემი მიზანი მომდევნო სეზონში თამაშია. უფრო შორსმიმავალი გეგმები ჯერ არ მაქვს.” – ციტირებს ტერის სიტყვებს BBC.

0.125694