ფეხბურთი

15:59 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსის” პრეზიდენტმა ფეხბურთელები დასაჯა

საბერძნეთის “ოლიმპიაკოსის” პრეზიდენტმა ევანგელოს მარინაკისმა უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალში დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთან” გამოვარდნის გამო, თავისი გუნდის ფეხბურთელები 500000 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

“ოლიმპიაკოსი” დიდი ბერძნული კლუბია და მისი ღირსების დაცვა ნებისმიერი მოთამაშისთვის პატივია. ფეხბურთელებმა “ოლიმპიაკოსს” ანგარიში უნდა გაუწიონ და პატივი სცენ. ვინც ამას არ ეთანხმება, დღესვე შეუძლია წავიდეს. ვიდრე მოთამაშე “ოლიმპიაკოსის” ფორმას ატარებს, შედეგისთვის 100 პროცენტით უნდა დაიხარჯოს. ჩემპიონატში და საბერძნეთის თასზე გამარჯვება აუცილებელია. ასევე, ევროთასებიც არ უნდა დავივიწყოთ”, - თქვა მარინაკისმა.

0.118781