არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონის 26-ე ტურის მატჩს გამოტოვებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ჯანმრთელადაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ამიტომ, 7 მარტს სტუმრად “ჰერაკლესთან” ვერ ითამაშებს.
vitesse.org-ის ინფორმაციით, ქართველს დენ მორი ან არნოლდ კრეისვიკი შეცვლიან. ამ სეზონში 27 წლის კაშიამ 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.