ფეხბურთი

12:08 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუ” ტელიოს გამოსყიდვას გეგმავს

კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველი კრისტიან ტელიო, რომელიც განათხოვრების წესით “პორტუს” ღირსებას იცავს, შესაძლოა ამ გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

არენდის ხელშეკრულებას ვადა 2016 წელს ეწურება და მანამდე “დრაკონები” 23 წლის ესპანელის ტრანსფერის გამოსყიდვას გეგმავენ.

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “პორტუ” “ბარსელონასთვის” ნახევარმცველის დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ კვირას ტელიომ “სპორტინგთან” 3:0 მოგებულ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა. ჯამში, პორტუგალიის ჩემპიონატის 21 მატჩში, კრისტიანმა 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.091229