ფეხბურთი

12:00 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტმა შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს

“ჰამბურგის” კაპიტანმა, 32 წლის ჰოლანდიელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა შესაძლოა კარიერა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ბინადარ კანზასის “სპორტინგში” გააგრძელოს.

შემტევს გერმანელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ამერიკელების სატრანსფერო ფანჯარა კი 15 აპრილს იხურება, შესაბამისად “სპორტინგმა” ჰოლანდიელი გაზაფხულზე უნდა დაიმატოს. რაფაელის სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ვან დერ ვაარტმა ყველა ტურნირზე 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123717