ფეხბურთი

11:16 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო თებერვალში საუკეთესოდ აღიარეს

“ლივერპულის” ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, გულშემატკივრების ვერსიით ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ერთი თვის წინათ მერსისაიდელებმა კოუტინიოს კონტრაქტი 2020 წლამდე გაუხანგრძლივეს, ამან ფეხბურთელზე დადებითად იმოქმედა და თებერვალში ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრებში 2 გოლი გაიტანა, კარგი თამაშით კი, გუნდს მოწინავე ოთხეულთან მიახლოვებაში დაეხმარა.

კოუტინიო “ლივერპულში” 2012 წლიდან თამაშობს და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.093798