სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:08 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი საფრთხეშია, შემცვლელებში ანჩელოტიც გამოჩნდა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სამსახურს დაკარგავს, თუ მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგას, ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.

კლუბში უკვე მის შესაძლო შემცვლელებს განიხილავენ და კანდიდატთა შორის მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი პატრიკ ვიეირა და ახლა უკვე მადრიდის “რეალის” 55 წლის იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი სახელდებიან.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის “სამეფო კლუბთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით სიტყვა არ თქმულა.

0.095653