ცნობილმა ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე (კირხი, ჰუმელსი, გიუნდოგანი და შაჰინი) “დორტმუნდიდან” მოხვდა, რომელმაც რურის დერბიში “შალკე” გაანადგურა (3:0).
მიუნხენის “ბაიერნიდან” სიმბოლურში მანუელ ნოიერი და ფრანკ რიბერი არიან, ხოლო “ვოლფსბურგს” კევინ დე ბრუინი და ბას დოსტი წარადგენენ. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი ნახევარმცველი მიმდინარე ბუნდესლიგის ტურის გუნდში მერვედ მოხვდა.
23-ე ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ნოიერი (“ბაიერნი”)
მცველები: შტრანზლი (“მიუნხენგლადბახი”), ოშიბკა (“აინტრახტი”), კირხი, ჰუმელსი (ორივე “დორტმუნდი”);
ნახევარმცველები: გიუნდოგანი, შაჰინი (ორივე “დორტმუნდი”), დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), რიბერი (“ბაიერნი”);
თავდამსხმელები: მეიერი (“აინტრახტი”), დოსტი (“ვოლფსბურგი”).