ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მეტოქე გიბრალტარის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ ალენ ბულა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“დეტალური ანალიზის შემდეგ, გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ დაუყონებლივი ცვლილებებია აუცილებელი. ფეხბურთის ფედერაცია ალენ ბულას გიბრალტარის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს” – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ბულა გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტობიდან დესმონდ რიოხას გადადგომიდან რამდენიმე კვირაში გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს გიბრალტარს, რომელსაც ევრო-2016-ის შესარჩევში მორიგი მატჩი 29 მარტს გლაზგოში შოტლანდიის ნაკრებთან ელის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია