პორტუგალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "პორტომ" შინ ლისაბონის "სპორტინგი" მიიღო და კრისტიან ტელოს ჰეთ-თრიკის წყალობით 3:0 დაამარცხა. "დრაკონების" გამარჯვებაში ტელოზე არანაკლები წვლილი მიუძღვის ჯექსონ მარტინესს, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. განსაკუთრებით ლამაზი პირველი მომენტი გამოდგა, რომელსაც ვიდეოში გთავაზობთ.
23 ტურის შემდეგ "პორტო" პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბენფიკას" ოთხი ქულით ჩამორჩება.