ფეხბურთი

16:21 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” – გენიალური მამის ნაკვალევზე

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონისა და “ოქროს ბურთის” მფლობელის, ამჟამად ჩინური “გუანჯოუს” მთავარი მწვრთნელის ფაბიო კანავაროს 15 წლის ვაჟი, კრისტიანი შესაძლოა სულ მალე “ნაპოლის” ახალგაზრდული გუნდის წევრი გახდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” იუწყება.

კანავარო უფროსი ნეაპოლელია და მისი დიდებული კარიერიც სწორედ” სან პაოლოზე” დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ფაბიოს გრადა, “ნაპოლიში” მის უმცროს ძმას პაოლოსაც უთამაშია. ასე რომ, შესაძლოა კანავაროების ნეაპოლური დინასტია პატარა კრისტიანმაც გააგრძელოს.

ფაბიო კანავარო “ნაპოლის” პირველი გუნდის ღირსებას 1992-1995 წლებში იცავდა, ხოლო 1988-1992 წლებში ახალგაზრდულ გუნდში ირჯებოდა. რაც შეეხება პაოლოს, იგი ნეაპოლში ჯერ, 1998-1999, ხოლო შემდგომ 2006-2014 წლებში ასპარეზობდა.

0.11648