ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბა. მადრიდის “რეალმა” შინ “ვილიარეალს” ვერ მოუგო და “ბარსელონას” ორი ქულითღა უსწრებს. ასევე დაიძაბა მესამე ადგილისთვის ბრძოლა. მადრიდის “ატლეტიკო” “ვალენსიას” მხოლოდ ქულით ჯობნის.
დღის პირველი შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვალენსიამ” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მიიღო და იოლად დაამარცხა. ყრუ დაცვაში მყოფმა ბასკებმა მხოლოდ პირველი ნახევარი გაძლეს და მეორე ნახევრის დებიუტშივე ორი გოლი გაუშვეს. პაბლო დანიელ პიატიმ 53-ე და 56-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს საჭირო გამარჯვება მოუპოვა – 2:0.
უაღრესად დაძაბული შეხვედრა გაიმართა “სანჩეს პისხუანზე”, სადაც “სევილიამ” მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და დედაქალაქში ქულა გაატანა. მთავარ მსაჯ კლოს გომესს 11 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია. ბრძოლა, ტემპი, ხისტი თამაში, კინკლაობა ფეხბურთელებს შორის, სახიფათო მომენტები და საოცარი გულშემატკივრობა. შეხვედრას ერთადერთი რაც აკლდა გატანილი გოლია. გუნდებს რამდენიმე ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე აკლდათ. მასპინძელთაგან ყველაზე რეალური შანსი ვისენტე იბორას ჰქონდა პირველ ტაიმში, ხოლო სტუმართაგან გოლის გატანა შეცვლაზე შემოსულ ფერნანდო ტორესს შეეძლო, რომელმაც ოდნავ ააცილა რიკოს კარს – 0:0. დაფიქსებული შედეგით ყველაზე კმაყოფილი “ვალენსია” დარჩა, რომელიც “ატლეტიკოს” ქულითღა ჩამორჩება, ხოლო “სევილიას” შვიდი ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ “ატლეტიკო” და “ვალენსია” შეეტოქებიან “ვისენტე კალდერონზე”.
გრძელდება “ეიბარის” უიღბლო სერია. გაისკა გარიტანოს შეგირდებმა ბასკურ დერბიში “ბილბაოს” უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. ერთადერთი გოლის ავტორი გურპეგია, რომელმაც 36-ე წუთზე გაუტანა ხიმენესს. “ეიბარმა” ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო ლა ლიგაში და გასავარდნ ზონას ხუთი ქულითღა უსწრებს. “ბილბაომ” 30 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზე გადაინაცვლა.
დღის ბოლო შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “ვილიარეალი” მიიღო და ქულა გაატანა შინ. შეხვედრა მადრიდელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში კრიშტიანო რონალდუმ გახსნა, რომელმაც 52-ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი. წონასწორობა 64-ე წუთზე აღდგა, ხერარდ მორენომ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა და კასილასმა საკუთარი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, “ბლანკოსი” მთელი ძალებით წინ წავიდა და რამდენიმე რეალური საგოლე შანსიც ჰქონდა. ხესე როდრიგესმა ცარიელ კარს ააცილა, რონალდუს თავური ასენხიოს კარს ასცდა, ხოლო ერთ მომენტში ჩიჩარიტოს წაქცევის გამო, მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა ხოსე ლუის გონსალესმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. არსებობდა იმის შანსი, რომ “რეალს” საერთოდ წაეგო. შეტევაში გართულ მასპინძლებს “ყვითელი წყალქვეშა ნავების” კონტრშეტევა გაეპარათ და ლუსიანო ვიეტოს ორ შემთხვევაში ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვების გოლის გატანამდე – 1:1. აღსანიშნავია, რომ “რეალმა” მიმდინარე ლა ლიგაში პირველი ფრე ითამაშა.
ვალენსია – სოსიედადი 2:0 (0:0)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, ოტამენდი (ორბანი 46), მუსტაფი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, ე.პერესი, პარეხო, პიატი (დე პაული 82), ფეგული (როდრიგო 68), ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, ანსოტეგი, ელუსტონდო, ბერჩიჩი (ფინბოგასონი 80), გორკა (დე ლა ბელა 65), კანალესი (ჰერვასი 46), პრიეტო, გრანერო, აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: პიატი 53;56.
გაფრთხილებები: ე.პერესი, მუსტაფი, დე პაული – გორკა, ელუსტონდო, ბერჩიჩი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 19(3)-8(0), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-1
ეიბარი – ბილბაო 0:1 (0:1)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): ხ.ხიმენესი, ანიბარო, ბოვედა, რ.ნავასი, კასტელიანო (ვილა 46), დ.გარსია (ბერხონი 66), ერასტი, კაპა, დელ მორალი, არუაბარენა, პიოვაკარი (ლარა 66).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, გურპეგი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, მ.რიკო, სან ხოსე, იბაი (სუსაეტა 83), უილიამსი (ირაოლა 75), მუნიაინი, გ.ფერნანდესი (ადურისი 63).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: გურპეგი 36.
გაფრთხილებები: რ.ნავასი, კასტელიანო, დ.გარსია – სან ხოსე, მუნიაინი
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 6(2)-13(8), ჯარიმა: 16-14, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 7-2
სევილია – ატლეტიკო 0:0
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, არიბასი (რეიესი 70), კოლოძიეჩაკი, კოკე (მ’ბია 70), ფ.ნავარო, კრიშოვიაკი, იბორა, ბანეგა, ვიტოლო, ვიდალი, ბაკა (გამეირო 78).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, გოდინი, მირანდა, გამესი, ხუანფრანი, გაბი (კოკე 64), ტიაგო, მ.სუარესი, რ.გარსია, თურანი (ფ.ტორესი 59), გრიზმანი (მანძუკიჩი 75).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გაფრთხილებები: არიბასი, კრიშოვიაკი, მ’ბია, ბანეგა – თურანი, გაბი, გამესი, გრიზმანი, მ.სუარესი, ტიაგო, მირანდა
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 13(4)-9(2), ჯარიმა: 13-14, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-4
რეალი – ვილიარეალი 1:1 (0:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილასი, პეპე, ვარანე, მარსელო, კარვახალი, ლ.სილვა (ხესე 72), კროოსი, ისკო (ილარამენდი 78), ბეილი, ბენზემა (ერნანდესი 81), რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო, ბაილი, გასპარი, ხ.კოსტა, მარკოსი (ჯონათანი 68), პინა (ტრიგეირასი 61), კემპბელი, მ.გომესი, გ.მორენო, ჯოვანი (ვიეტო 62).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 1:0 რონალდუ (52 პენ.), 1:1 გ.მორენო (64).
გაფრთხილებები: კარვახალი, პეპე – მ.გომესი, ბაილი, ხ.კოსტა, ასენხიო, ტრიგეირასი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 25(7)-9(4), ჯარიმა: 7-20, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-6