ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი ერის მესამე ტურში ინგლისი “ავივაზე” 19:9 დაამარცხა და ტიტულის შენარჩუნებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ამასთან, ირლანდიელებს განვლილი სამი თამაშიდან სამივე მოგებული აქვთ და ტურნირის “დიდი სლემით” მოგების შანსს ინარჩუნებენ.
მასპინძელთა ღერძმა - კონორ მარეიმ და ჯონათან სექსტონმა დიდებული თამაში ჩაატარა და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა. მარეის დაკიდებული ბურთი რობ ჰენშოუს ლელოთი დასრულდა, ხოლო სექსტონმა გუნდს 14 ქულა შესძინა.
თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და სექსტონმა საწყის 8 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა. ინგლისმა შეძლო ინიციატივის დაუფლება და ჯორჯ ფორდმა მე-12 წუთიზე არეკნით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა მერე ჯარიმა გაუფუჭდა. 30-ე წუთზე შონ ობრაიენი დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო სექსტონმა ჯარიმით მორიგი 3 ქულა მიითვალა, მაგრამ მერე უკანასკნელ შეხვედრებში პირველი დარტყმა გაუფუჭდა.
დაიწყო მეორე ტაიმი სექსტონმა მორიგი ჯარიმა გაიტანა (12:3), 54-ე წუთზე კი, გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა. მაღალ დაკიდებულ ბურთზე ბრძოლა ალამთან ალექს გუდს ჰენშოუმ მოუგო და სანამ აუტში აღმოჩნდებოდა ის ჩათვლის მოედანში დაამიწა. სექსტონმა რთული გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 19:3 გახდა.
ამის შემდეგ ჯონი ტრავმის გამო შეცვალეს, ხოლო ფორდმა ორი ჯარიმა გაიტანა და 70-ე წუთისთვის სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა. ინგლისმა ბოლომდე იბრძოლა და მასპინძელთა ლელოშიც შეაღწია, მაგრამ რეფერიმ წინპასი დააფიქსირა და საფინალო სასტვენიც ჩაბერა.
2015 წლის ექვსი ერი. III ტური
შოტლანდია - იტალია 19:22
საფრანგეთი - უელსი 13:20
ირლანდია - ინგლისი 19:9
- ირლანდია--3 3 0 0 63-23 6
- ინგლისი----3 2 0 1 77-52 4
- უელსი------3 2 0 1 62-57 4
- საფრანგეთი-3 1 0 2 39-46 2
- იტალია------3 1 0 2 42-92 2
- შოტლანდია-3 0 0 3 50-63 0
მომდევნო ტური. 14-15 მარტი
უელსი - ირლანდია
ინგლისი - შოტლანდია
იტალია - საფრანგეთი