ფეხბურთი

21:16 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მერანი" მარტვილში დამარცხდა

დიდი პაუზის შემდეგ მარტვილის ”მერანი” დაუბრუნდა საკუთარ არენას, სადაც დღეს სრული ანშლაგი იყო. მატჩს კლუბის თავკაცი ფრიდონ ინჯია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა და სხვა ცნობილი ადამიანებიც დაესწრნენ. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და დამსწრე საზოგადოებამ თამაშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ”მერანის” ფეხბურთელის პაპუნა ფონიავას მამის ხსოვნას და თამაშიც დაიწყო.

პირველ ნახევარში ”მერანის” უპირატესობა აშკარა იყო. მასპინძლებმა არაერთი საგოლე მომენტში შექმნეს. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულ საბა ლომიას შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, 34-ე წუთზე კი გიგა წურწუმიას ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, თუმცა მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი სანტიმეტრებით აცდა გიორგი ნადირაძის კარს.

სტუმართაგან პირველ ნახევარში თავის გამოჩენა შეეძლოთ მარკოზაშვილსა და შინდაგორიძეს. ტაიმის დასაწყისში ცერცვაძის პასის შემდეგ მარკოზაშვილს მიზანმა უმტყუნა, შინდაგორიძეს მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან გასროლილმა ბურთმა კი ”მერანის” ზედა ძელს ახლოს ჩაუქროლა.

”მერანმა” გოლის გატანა შესძლო, თუმცა გეგეჭკორი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობაში დააფიქსირა და ამას მასპინძელთაგან დიდი პროტესტი არ მოჰყოლია.

ნათქვამია - ”არ გაიტან, გაგიტანენ” და სწორედ ეს დაუწერელი კანონი ამოქმედდა მატჩის 41-ე წუთზე, როცა მაპინძელთა დაცვის მოდუნებით ისარგებლა მარკოზაშვილმა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა 0-1.

მეორე ნახევარში ვლადიმერ ლობასმა აკაკი შულაია შემოიყვანა მოედანზე. ”მერანელი” საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში და მისი მონაწილეობით სახიფათო ეპიზოდებიც შეიქმნა ფლანგიდან, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მარტვილელებს სიზუსტე აკლდათ.

”ცხინვალმა”, ანგარიშიდან გამომდინარე, უფრო დაცვიდან ითამაშა და საკმაოდ სახიფათო კონტრიერიშებიც განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს შინდაგორიძემ მამალაძეს საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დაურტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 0-2.

მეორე გოლის შემდეგ მარტვილელებმა მეტი ძალებით შეუტიეს და თამაშის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ”ცხინვალმა” დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა და საკუთარი კარი დაიცვა.

1 მარტი. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონი. 14:00

მერანი” - ”ცხინვალი” 0-2 (0-1)

მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი,ორბელაძე, კიკნაველიძე, ქიქავა(დ.ციცხვაია,60), წყაროზია, გეგეჭკორი, კუშნირი(ჯღამაია,60), წურწუმია(შულაია,46), ლომია.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

ცხინვალი”: ნადირაძე, იმედაშვილი, მარკოზაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი(რუხაძე,90),კილასონია, შინდაგორიძე, ჯიშკარიანი, ცერცვაძე, ივანიშვილი(ქარდავა,46).

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლები: მარკოზაშვილი (41), შინდაგორიძე (57)

გაფრთხილება: ქარდავა (90+3)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

მე-17 ტური

28 თებერვალი

შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

1:0 ლაშა ჩაფიძე (65), 2:0 ადრიან პუკანიჩი (72)

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)

0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)

1 მარტი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია 0:1 (0:1)

0:1 ილია კერძევაძე (34)

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 2:1 (1:1)

0:1 მათე ცინცაძე (35), 1:1 ლუიშ ალბერტუ (45), 2:1 დაჩი ცნობილაძე (50)

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (2:0)

1:0 ნიკა კვეკვესკირი (14), 2:0 თენგიზ ჩიკვილაძე (41, საკ. კარში), 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (70)

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 0:1 (0:1)

0:1 ლუკა გეგუჩია (12)

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 2:2 (1:0)

1:0 ირაკლი სიხარულიძე (15), 1:1 თორნიკე მუმლაძე (56), 2:1 გიორგი ილურიძე (78), 2:2 ლაშა ჩიკვაიძე (90)

1. დილა 17 10 4 3 25:14 34
2. დინამო თბ. 17 10 2 5 28:15 32
3. დინამო ბთ. 17 9 3 5 21:14 30
4. სამტრედია 17 8 4 5 18:12 28
5. ცხინვალი 17 8 3 6 17:22 27
6. ჩიხურა 17 7 5 5 21:19 26
7. მეტალურგი 17 6 5 6 19:18 23
8. გურია 17 5 7 5 17:25 22
9. მერანი 17 5 6 6 13:14 21
10. შუქურა 17 5 6 6 16:18 21
11. ზესტაფონი 17 4 8 5 31:25 20
12. კოლხეთი 17 4 6 7 13:19 18
13. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
14. ტორპედო 17 3 8 6 18:20 17
15. სიონი 17 4 5 8 14:22 17
16. ვიტ ჯორჯია 17 3 4 10 16:23 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062844